
სოხუმში დე-ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო
18/11/2024 15:49:52 კონფლიქტები
სოხუმში, "თავდაცვის სამინისტროს" შენობაში დე-ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პირდაპრი მოლაპარეკებები დაიწყო. შეხვედრის მოდერატორი "პარლამენტის" სპიკერი ლაშა აშუბაა.
აქამდე პოლიტიკური მხარეები მხოლოდ შუამავლების მეშვეობით ურთერთობდნენ.
ცნობისთვის: ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამ დრომდე იკავებენ ე.წ. სამთავრობო შენობათა კომპლექსსა და "პარლამენტს" დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით. თავის მხრივ, ბჟანია აცადებს, რომ მზადაა, გადადგეს, თუ "სამთავრობო" შენობები გათავისუფლდება და ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს დასთანხმდება, რომელშიც თავად ბჟანიაც აპირებს კენჭისყრას. თუმცა ოპოზიცია უარზეა, შიშობს რა, რომ არჩევნების დანიშნვის შეთხვევაში ბჟანია კვლავ "გაპრეზიდენტებისთვის" სახელისუფლებო რესურსს გამოიყენებს. ხოლო თუ ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ოპოზიცია თანახმაა, "პრეზიდენტის" მოვალეობის დროებით შემსრულებლად ამჟამინდელი "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა დაინიშნოს, ხოლო ოპოზიციას "პრემიერის" სავარჩელი ერგოს.