
პუტინმა ბჟანია 2025 წლის მაისისთვის მოსკოვში მიიწვია
18/11/2024 14:50:40 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია 2025 წლის მაისისთვის მოსკოვში მიიწვია. ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მისაწვევის ასლი ბჟანიას ადმინისტრაციას "აფხაზეთის რესპუბლიკში რუსეთის ფედერაციის ელჩმა" მიხეილ შურგალინმა გადასცა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავად ბჟანიას ადმინისტრაციამ გაავრცელა და იქვე დასძინა, რომ "შურგალინი მალე პუტინის მიწვევის ორიგინალსაც გადასცემს".
მოსკოვის ეს ნაბიჯი სოხუმში პუტინის ხელისუფლების მიერ ბჟანიას გუნდის მხარდაჭერად აღიქვეს აფხაზურ ოპოზიციასთან დაპირისპირებაში.
ცნობისთვის: 2025 წლის გაზაფხულზე, მარტისთვის აფხაზეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, თუ მანამდე ბჟანია არ გადადგება და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.