
ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აირჩია
13/11/2024 05:40:26 მსოფლიო
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაასახელა.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს.
ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის დასახელების შემდეგ პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომანია CNN-ს უთხრა, რომ „ყველა შოკირებულია“.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021