
ევროკავშირმა უკრაინას ათასობით საარტილერიო ჭურვი მიაწოდა
11/11/2024 15:52:19 ევროპა, მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინას 980 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, - ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ვიცი, რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ ამ დონეს გაზაფხულამდე მივაღწევდით და ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაგრამ ამის გაკეთება წლის ბოლომდე შეგვიძლია“, - თქვა ბორელმა.
ევროკავშირი უკრაინისთვის 1 მილიონი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას მიმდინარე წლის მარტისთვის გეგმავდა.