
ოსტინი ტრამპის გამარჯვების შემდეგ: "მე მაქვს სრული რწმენა, რომ ჩვენი სამხედრო ლიდერები გააგრძელებენ სწორ მოქმედებებს, რაც არ უნდა მოხდეს"
08/11/2024 07:26:13 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკელი სამხედრო ლიდერები გააგრძელებენ სწორ მოქმედებებს, რაც არ უნდა მოხდეს". ამის შესახებ მან მაიამიში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ტრამპი სამხედროების პოლიტიზებას კვლავ შეეცდება, ოსტინმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან სპეკულაციები იქნება, გააკეთოს კომენტარი იმაზე, რას მოიმოქმედებს შემდეგი ადმინისტრაცია, თუმცა დასძინა, რომ "ენდობა არმიის ხელმძღვანელობას".
”მე მაქვს სრული რწმენა, რომ ჩვენი ლიდერები გააგრძელებენ სწორ მოქმედებებს, რაც არ უნდა მოხდეს. მე ასევე მჯერა, რომ ჩვენი კონგრესი გააგრძელებს სწორ მოქმედებებს ჩვენი სამხედროების მხარდასაჭერად, – განაცხადა ოსტინმა.
მანამდე, 6 ნოემბერს – აშშ–ში გამართული საპრეზიდენტო არჩვენების მეორე დღეს ოსტინი შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვაში აღნიშნავდა, რომ "ამერიკელი სამხედროები დაემორჩილებიან ყველა კანონიერ ბრძანებას მისი სამოქალაქო სარდლობისგან“.
ცნობისთვის: 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს – ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
- ამ პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ძალადობის ტალღის ჩასახშობად პრეზიდენტს მიემართა 1807 წლის კანონისთვის ამბოხების შესახებ. ეს არის შეერთებული შტატების ფედერალური კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოიყენოს სამხედრო ჯარები შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სამოქალაქო არეულობის, ამბოხებისა და აჯანყების შემთხვევებში.
მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.
ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021