
AP: ვისკონსინში გამარჯვების მოპოვების შემდეგ ტრამპი აშშ–ის პრეზიდენტი გახდა
06/11/2024 10:53:08 მსოფლიო
ვისკონსინში გამარჯვების მოპოვების შემდეგ დონალდ ტრამპი აშშ–ის პრეზიდენტი გახდა, – იუწყება The Associated Press (AP).
AP-ს ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 224, – იუწყება CNN.
როგორც AP იტყობინება, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში აგამრჯვების შემდეგ, ტრამპმა გაიმარჯვა ვისკონსინში რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმა აქვს.
პარალელურად, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან მოპოვებული ადგილების შედეგად სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.
- წინასწარი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" 100-წევრიან სენატში 51 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.
- რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი შედეგებით 435-წევრიან პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო. NBCNews-ს ცნობით, ამ დროისთვის [თბილისის დროით 16:00სთ] დემოკრატებს 178, ხოლო რესპუბლიკელებს 203 წარმომადგენელი ჰყავთ.
78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე პერიდში. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021