
ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს: "ეს მომენტი დაეხმარება ამ ქვეყანას გამოჯანმრთელებაში, ამერიკას ოქროს ხანა ექნება"
06/11/2024 07:46:40 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს.
"ეს მომენტი დაეხმარება ამ ქვეყანას გამოჯანმრთელებაში", – მიმართა მან მხარდამჭერებს ფლორდაში სიტყვით გამოსვლისას.
დაჰპირდა ამერიკელებს, რომ "ამერიკას ოქროს ხანა ექნება".
" ყოველ დღე ვიბრძოლებ თქვენთვის“, – მიმართა მან ამერიკელებს.
ტრამპს სცენაზე შეუერთდნენ მისი ოჯახის წევრები და მისი მეუღლე, მელანია ტრამპი, ასევე მისი თანამოაზრე ჯეი-დი ვენსი და პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.
- ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 266 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 188, – იუწყება CNN.
- ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.
- როგორც CNN იტყობინება, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპმა გაიმარჯვა. მისივე პროგნოზით, ტრამპი გაიმარჯვებს პენსილვანიაში – შტატში, რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში ყველაზე მეტი – 19 ხმა აქვს.
- სააგენტო AP-ს წინასაწრი მონაცემებით, მიჩიგანში ჰარისი ლიდერობს.
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.
თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.
5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც.
100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021