Accentnews.ge
CNN - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, კამალა ჰარისს - 187,  ხმების დათვლა გრძელდება

CNN - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, კამალა ჰარისს - 187,  ხმების დათვლა გრძელდება

06/11/2024 06:15:57 მსოფლიო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 187, – იუწყება CNN.

ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.

  • როგორც CNN იტყობინება, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპმა გაიმარჯვა.
  • სააგენტო AP-ს წინასაწრი მონაცემებით, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ჰარისი ლიდერობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.

თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.

5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც.

100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S