Accentnews.ge
ფრიდი: თუ ხელისფულება რეპრესიების და კრემლის ავტოკრატიულ მხარდამჭერებზე დამოკიდებულების კურსს აირჩევს, საქართველოს უფრო ღარიბი, კორუმპირებული და იზოლირებული მომავალი  ექნება

ფრიდი: თუ ხელისფულება რეპრესიების და კრემლის ავტოკრატიულ მხარდამჭერებზე დამოკიდებულების კურსს აირჩევს, საქართველოს უფრო ღარიბი, კორუმპირებული და იზოლირებული მომავალი  ექნება

31/10/2024 10:33:21 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დენიელ ფრიდი საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და ამბობს, რომ თუ ქვეყნის მოქმედი ხელისფულება რეპრესიების და კრემლის ავტოკრატიულ მხარდამჭერებზე დამოკიდებულების კურსს აირჩევს, საქართველოს უფრო ღარიბი, კორუმპირებული და იზოლირებული მომავალი ექნება. ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

  • "არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ ოფიციალური შედეგები არ არის ახლოს რეალურ კენჭისყრასთან. აშშ-ისა და ევროპის რეაქცია, რაც უკვე ვნახეთ, ცდილობს გავლენა მოახდინოს, რომ გადაიდგას ნაბიჯები პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ ვნახეთ ბაიდენის განცხადება. იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში, არჩევნების მთლიანობის აღსადგენად. ეს საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს, აირიდონ დაპირისპირება, როგორც ქვეყანაში, ისე დემოკრატ მეგობრებთან. მაგრამ მათ შეიძლება, აირჩიონ მტრობის, რეპრესიების და კრემლის ავტოკრატიულ მხარდამჭერებზე დამოკიდებულების კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება უფრო ღარიბი, უფრო კორუმპირებული და უფრო იზოლირებული მომავალი", – განაცხადა ფრიდმა.

რა თქვა ბაიდენმა

"ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამიტომ, ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.

ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება", – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 ოქტომბერს.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

დავით მანიჟაშვილი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S