Accentnews.ge
ქართული არჩევნების შესახებ ორბანის განცხადებები უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩის დაბარების მიზეზად იქცა

ქართული არჩევნების შესახებ ორბანის განცხადებები უნგრეთის საგარეო უწყებაში შვედეთის ელჩის დაბარების მიზეზად იქცა

31/10/2024 07:07:37 ევროპა

უნგრეთში შვედეთის ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარეს იმ კრიტიკის გამო, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა მისი უნგრელი კოლეგის - ვიქტორ ორბანის მიმართ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოთქვა.

კრისტერსონმა შეშფოთება დააფიქსირა იმით, რომ "[საქართველოს - რედ.] მთავრობა, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ მოქმედებს, ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროკავშირს დააშოროს", ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი, რომლის მტკიცებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები "თავისუფალი და დემოკრატიული" იყო, "საუბრობს არა ევროკავშირის და მათ შორის შვედეთის, არამედ მხოლოდ საკუთარი, ან, შესაძლოა, რუსეთის სახელით".

"ეს განცხადება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს და უარიყოს. ჩვენ არ მოვითმენთ და არ შევეგუებით არავის, ვინც სვამს კითხვას, უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურებით ჩვენ, თუ რუსეთისას" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ.

ცნობისთვის: ორბანმა "ქართული ოცნების" მთავრობას სადავო არჩევნებში "დამაჯერებელი გამარჯვება" ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა, არჩევნების მეორე დღეს თბილისს ეწვია და პრემიერ კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე "ოცნების" ქებას სიტყვა-სიტყვით იგივე კრემლისტური პროპაგანდისტული ნარატივების გამოყენებით შეუდგა, რომელიც თავად "ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის.

შვედეთის გარდა, ორბანის ამ ქმედებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა კი მკაფიოდ განაცხადეს, რომ ორბანი საქართველოში მხოლოდ საკუთარ თავს და არა ევროკავშირს წარმოადგენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S