Accentnews.ge
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

31/10/2024 06:30:02 ევროპა

ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - წერს BBС.

მინიმუმ, 92 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა, ორი ​​- ვალენსიის დასავლეთით, კასტილა-ლა მანჩაში და ერთი მალაგაში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულია.

ოთხშაბათს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დახმარების გასაწევად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, მაგრამ დატბორილი გზების და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო მაშველთა ბევრი ჯგუფი ქალაქებს მოწყვეტილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S