
ვერჰოფსტადტი: ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი, საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია
30/10/2024 08:46:43 ევროპა, პოლიტიკა
ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი თვლის, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.
„ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში.
ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში 8 ნოემბერს გაიმართება.