Accentnews.ge
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

30/10/2024 06:52:58 მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელარუსში "ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას" დაესწრება, - იუწყება Politico.

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (CSTO) ცნობით, რომლის წევრები, მათ შორის რუსეთი და ბელარუსი არიან, მინსკის კონფერენცია "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის" კონკურენტად უნდა განიხილებოდეს.

„ღონისძიება გამოყენებული იქნება, როგორც შესაძლებლობა განიხილოს და გამოკვეთოს ევრაზიის უსაფრთხოების, ჩვენი რეგიონის მომავალი უსაფრთხოების პერსპექტიული კონტურები“, - განუცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“.

სიიარტოსთან ერთად მინსკის კონფერენციაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბასამ ალ-საბაღიც მიიღებენ", – იტყობინება Politico.

ცნობისთვის: უნგრეთი საქართველოს მოქმედი მთავრობის მჭიდრო მოკავშირეა.

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ– მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევით 28 ოქტომბერს – საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვიდან ორ დღეში ეწვია. იგი თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.

მიუხედავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებისა, რომ უნგრეთს პრემიერი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენდა, საქართველო პრემიერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ "განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში".

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S