Accentnews.ge
ლინკევიჩუსი: "რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს"

ლინკევიჩუსი: "რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს"

27/10/2024 16:27:32 ევროპა, პოლიტიკა

რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი - როგორც მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S