
ისაკაძე – რუსეთზე: "კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ცდილობენ ჩვენს ჩაწევას"
30/05/2019 19:33:51 ციტატა
"ტვირთების მოსაზიდად ისევეა საბრძოლველი დღეს, როგორც ვთქვათ, ფეხბურთის გუნდის იბრძვის. ასეთი კონკურენტული გარემოა მსოფლიოში. ანაკლია ხსნიდა სრულიად ახალ საშუალებებს საიმისოდ, რომ საქართველოს მიზიდულობის ცენტრი კვლავ დაებრუნებინა, რომელსაც კარგავს. გარდა ამისა, ოკუპირებული ტერიტორია 21–ე საუკუნის ინფრასტრუქტურას შეხედავდა, კიდევ ერთ კარიბჭეს და ის დაინახავდა იმ საქმიან, 24–საათიან ვითარებას, რომელიც განსხვავებით ჩვენი სხვა კარიბჭეებისგან, წელიწადში 365 დღის განმავლობაში იმუშავებდა. გარდა ამისა, ეს ყველაფერი უკავშირდება იმგვარი ტვირთების მოზიდვას, რომლებზეც საქართველო ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ფოთის ინფრასტრუქტურის, ვერ იოცნებებდა. ბოლოს – ყარსი–თბილისის პროექტი, რომელშიც ჩვენ ასევე სეროზულად ვიყავით ჩართულები – პირდაპირ იკვეთება რუსეთის ფედერაციის ინტერესი, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან მაქსიმალური დაახლოებით ამ პროექტთან მიმართებაში და სხვადასხვა თემების დალაგებით ცდილობენ საქართველოს პოზიციის იგნორირებით ჩვენს სრულ ჩაწევას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტიდან. ეს სახეზეა და არ შიძლება იყოს ამ ყველაფრიდან [ანაკლიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან] ამოვარდნილი".
განაცხადა ეკონომისტმა და ტელეწამყვანმა გიორგი ისაკაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021