Accentnews.ge
სანდუ: მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება!

სანდუ: მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება!

25/10/2024 12:42:37 ევროპა

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამბობს, რომ ქვეყანაში "თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება".

ის სამთავრობო უწყებებს მოუწოდა, საარჩევნო პროცესის პატიოსნება უზრუნველყონ.

„მოვუწოდებ სამთავრობო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის პატიოსნება. გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დაისაჯონ ხმების მოსყიდვაზე პასუხისმგებელი პირები. თუ სასამართლო სისტემა ახლაც არ გაიღვიძებს, მოლდოვას მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დადგება“, - თქვა სანდუმ და დასძინა, რომ მოქალაქეების მობილიზების იმედი აქვს.

მანამდე მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ ამომრჩევლების მოსასყიდად მოლდოვაში რუსეთიდან 39 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

პოლიციის ხელმძღვანელის ვიორელ ჩერნეუცანუს ცნობით, მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმამდე რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსული ბანკის “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის მეშვეობით.

საქმის მასალების მიხედვით, “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა, მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმის მოახლოების გამო, უფრო გააქტიურდა.

“პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის დაყენებაში ხალხს Telegram-ის ბოტები ეხმარებოდნენ. პოლიციამ სისტემაში მოლდოვიდან 138 ათასი ნომრის დაფიქსირება მოახერხა.

პოლიციამ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემაში ჩართული 520 ადამიანი გამოავლინა. მათ ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეორე ტურში მაია სანდუს კონკურენტი ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა, რომელიც პრორუსული პარტიების მიერ არის მხარდაჭერილი.

"ბეწვზე გადარჩა დემოკრატია" - ვინ იხსნა მოლდოვაში რეფერენდუმი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S