
ევროდეპუტატი გრეგოროვა საქართველოშია
24/10/2024 11:48:53 ევროპა, პოლიტიკა
თბილისს ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა ეწვია. იგი 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
"ბოლო მსხვილი წინასაარჩევნო ღონისძიებები საქართველოში უკვე ჩატარებულია. თბილისში 23 ოქტომბერს ჩამოვედი ოფიციალური სადაკმკვირვებლო მისიით და კვირა დღემდე კომენტარებს არ გავაკეთებ. უპირველესად, მოდით, შაბათისთვის ჩანიშნული არჩევნები თავისუფლად ჩატარდეს" - წერს გრეგოროვა სოცქსელ Х-ში.