Accentnews.ge
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

24/10/2024 10:20:27 რეგიონები, საზოგადოება, რეკლამა

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

„აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება.

ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა. მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S