Accentnews.ge
ახალი ბრიტანული თვითმფრინავი ნახევარ მსოფლიოს ოთხ საათში შემოიფრენს

ახალი ბრიტანული თვითმფრინავი ნახევარ მსოფლიოს ოთხ საათში შემოიფრენს

30/05/2019 16:33:49 სხვა, ეს საინტერესოა

ბრიტანეთში ექსპერიმენტული ძრავის ტესტირება იწყება, რომლის შემქმნელები გვპირდებიან რევოლუციას ერთდროულად ავიაციასა და რაკეტმშენებლობაში. SABRE–ს ძრავის მქონე თვითმფრინავი ნახევარ მსოფლიოს სულ რაღაც ოთხ საათში შემოიფრენს, რაკეტები კი სრულად გახდებიან დაბრუნებადი. 

ბრიტანეთში თავად ძრავის ტესტირებისთვის ცეხი ააგეს, თუმცა მთავარი ნოუ–ჰაუს – წინასწარ გამაგრილებელ კოლორადოში გამოცდიან. 

ბრიტანელები ირწმუნებიან, რომ ძრავა იმდენად უნივერსალურია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ზეხმოვანი თვითმფრინავებისთვის, ისე რაკეტებისთვის. SABRE–ს წარმოების მხარდამჭერები არიან: სამხედრო კონცერნი BAE Systems, კომპანია Rolls-Royce, ავიაგიგანტი Boeing და ბრიტანეთის მთავრობა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S