
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
20/10/2024 06:57:18 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.