
გერმანიის ელჩი: „ალტერნატივა გერმანიისთვის” პროექტი ამბობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას
11/10/2024 21:05:31 ციტატა
„ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის”... მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც [ბუნდესტაგის] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვირდემ, ვეიმარის განცხადება გააკეთა გუშინ.
მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა „არა“-ს მისცა, ვინაიდან [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ იყო (ნორმალურია). მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას,” - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე.
“ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმაც მიიღო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021