Accentnews.ge
საზეიმოდ გახსნილი გზა მძღოლებს ჩაკეტილი დახვდათ [ვიდეო]

საზეიმოდ გახსნილი გზა მძღოლებს ჩაკეტილი დახვდათ [ვიდეო]

11/10/2024 18:01:48 რეგიონები, საზოგადოება

ჩაქვის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც საზეიმოდ გახსნილი ბათუმის შემოვლითი მაგისტრალი იწყება, საავტომობილო გზა გადაკეტილია, - იტყობინება "აჭარა თაიმსი" ადგილიდან.

„მძღოლები ცდილობენ, განთავსებული ბარიერები საკუთარი ძალებით აიღონ, რადგან ამდენი კილომეტრის გავლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ რეალურად მაგისტრალი არც კი გახსნილა“,- ყვება ჟურნალისტი.

"რატომ ჩაიკეტა და არ არის იქით გზა დამთავრებული. დამთავრებული რომ იყოს, რატომ დაკეტავდნენ?!",- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი "აჭარა თაიმსთან", რომელმაც ადგილზე აღმოაჩინა შექმნილი ვითარება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შემოვლითი გზა აღმასრულებელმა და ადგილობრივმა მთავრობის წარმომადგენლებმა საზეიმოდ დღეს, 11 ოქტომბერს გახსნეს.

განახლება [12 ოქტომბერი]

როგორც "აქცენტს" ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ეხლა უკვე გახსნილია გზა.

მათივე ცნობით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდონარე, გახსნის ღონისძიებისთვის მოწყობილი კონსტრუქციების (სცენა, ფერმა) დემონტაჟის დასრულების შემდეგ გზა გაიხსნა ავტოტრანსპორტისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S