Accentnews.ge
ანთაძე: არჩევნების შემდეგ ბათუმში, ცენტრალურ პარკთან 40-50-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

ანთაძე: არჩევნების შემდეგ ბათუმში, ცენტრალურ პარკთან 40-50-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

07/10/2024 08:14:29 რეგიონები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ბათუმში, ცენტრალურ პარკთან 40-50-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

„ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ულამაზესი, 6 მაისის პარკი, სამწუხაროდ გახდა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე. ​ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა ზოოპარკის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის უკანაც დგას კორუფციული ინტერესები.

ჩვენი ინფორმაციით, შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდგომ იგეგმება 40-50 სართულიანი კორპუსების მშენებლობა პარკის ტერიტორიაზე, რაც იქნება კიდევ ერთი ბეტონის ფარდა,- თქვა მან.

ის ბათუმელებს პირდება, რომ გეგმის განხორცუელება ვერ მოხერხდება: ჩვენ მოსახლეობასთან და საკრებულოსთან ერთად შევძლებთ, ზოოპარკი გადავიტანოთ ქალაქგარეთ; პარკში, ზოოპარკის ტერიტორია იქნება მხოლოდ მწვანე, სარეკრეაციო ზონა და მკაცრად განისაზღვრება მისი სტატუსი; აღდგება ამ პარკის ტრადიცია და სანიჩბოსნო სპორტი გახდება ამ პარკის კულტურის ნაწილი”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S