Accentnews.ge
ჰერჩინსკი: ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და "გლობალური ომის პარტია" მოსკოვშია

ჰერჩინსკი: ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და "გლობალური ომის პარტია" მოსკოვშია

04/10/2024 10:56:42 ციტატა

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ბრიუსელზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენების შესახებ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა.

„ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - ის არის მოსკოვში. რუსეთია, ვინც საქართველოში შეიჭრა 2008 წელს; რუსეთია, ვინც შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს და რუსეთია, ვინც განახორციელა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს; რუსეთია, ვინც იყენებს ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს, რომ არიოს ვითარება და შექმნას ქაოსი ყველგან - აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიის თანახმად, „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“. სწორედ ამ ძალას უკავშირებს ივანიშვილი 1,2 მილიარდი დოლარის ზარალს, რომელიც მას Credit Suisse-ის თანამშრომლის, ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის გამო მიადგა.

ამასთან, ივანიშვილი და "ქართული ოცნების" რიგი ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S