
ევროპარლამენტარი: შოკირებული ვიყავი ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადებით, შოკირებული იყო ბევრი ჩემი კოლეგა
19/09/2024 11:25:37 პოლიტიკა, ციტატა
„საკუთარ თავს სულ ვეუბნები, რომ არ უნდა მიკვირდეს არაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მაგრამ მაინც შოკირებული ვიყავი გორში მის მიერ გაკეთებული განცხადებით. შოკირებული იყო ბევრი ჩემი კოლეგა. საშინელი გზავნილი იყო. ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია. ეს არის კრემლის დამოკიდებულება და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყველა აკვირდება მოვლენებს და ნათელია, რომ მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილი კრემლის მარიონეტია“,- თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ „მთავარ არხთან“.
კონფლიქტოლოგი: ანგრევს სამშვიდობო პროცესს!
ზაზა ფირალიშვილი: დღეს ჩვენ რუსული ოცნების განხორციელების მცდელობას ვხედავთ!