
ბოკუჩავა: სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოჯახები პირველ შვილზე ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებენ, მეორე შვილზე - 1000 ლარს, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე - 1 500 ლარს
17/09/2024 14:35:08 პოლიტიკა, ციტატა
"ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ბავშვის დაბადების სიხარული ოჯახებს და აღარ უნდა ეშინოდეთ ბავშვის დაბადების. ამიტომ, ჩვენ დავნერგავთ სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ოჯახები მიიღებენ სახელმწიფო მხარდაჭერას ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად პირველ შვილზე 500 ლარის ოდენობით, მეორე შვილზე - 1000 ლარის, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე - 1 500 ლარის ოდენობის",- თქვა ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.