Accentnews.ge
ივანიშვილი გორში სიტყვით გამოსვლისას: რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა და თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას

ივანიშვილი გორში სიტყვით გამოსვლისას: რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა და თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას

14/09/2024 15:08:31 ციტატა

"12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S