
ივანიშვილი: "ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე"
14/09/2024 15:06:04 ციტატა
"წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიული ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე, პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.