Accentnews.ge
ბექაური - პრეზიდენტზე: ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს

ბექაური - პრეზიდენტზე: ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს

13/09/2024 16:48:32 პოლიტიკა, საზოგადოება, ციტატა

„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”,- თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდერით დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან.

პრეზიდენტმა ჯილდოები გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S