
პრემიერი: პირველ რიგში, ჩემს საქმიანობას დააკვირდით, როცა საქმე საქართველოში კორუფციის შემცირებას ეხება
13/09/2024 09:00:16 ციტატა
"კორუფციასთან ბრძოლას რაც შეეხება, მე მაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, ჩემი პირადი მიზანია, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. 8 თებერვლიდან მოყოლებული ათასობით განკარგულებაა გამოქვეყნებული, უკლებლივ ყველა სამთავრობო განკარგულება გამოქვეყნებულია, მთავრობის საიტზე შეგიძლიათ, იხილოთ, თუ რომელიმე სამთავრობო გადაწყვეტილებიდან თქვენ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშანს, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გვექნება უმკაცრესი რეაგირება, თუმცა დღემდე არც ერთი ასეთი პრეტენზია არ ყოფილა წაყენებული. მთავარი, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. პირველ რიგში, ჩემს საქმიანობას დააკვირდით, როცა საქმე ეხება კორუფციის შემცირებას საქართველოში", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.