
კობახიძე – რიშის განცხადებაზე: ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის
13/09/2024 07:17:41 ციტატა
"რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან და მე მგონი, რომ ეს მართალია. ჩვენი დაპირებაც ეს არის, ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ყველა ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში. [...] მიზანი [ასეთი განცხადებების] ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთიაქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოებისა არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში. [...] ტერმინები არის უსიამოვნო თავად ამ ტერმინების ავტორებისთვის და ამ განცხადებების ავტორებისთვის. არ შეიძლება, უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში. [...] რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რაიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ამავე თემაზე: რიში: „ქართველებს არჩევნებზე ექნებათ შანსი, ვიგინდარები გაყარონ“.