
პაპუაშვილი: ხალხს გაუხარდა, რომ ჩვენი ლეგენდები პირველ ოცეულში არიან, გაუხარდა ისიც, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში
12/09/2024 11:45:21 ციტატა
„რაც შეეხება ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ოცეულს, ნახეთ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს. რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია. ის სია, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ ვნახეთ ხალხის რეაქცია - მათ შორის, გაუხარდათ ის, რომ ჩვენი ლეგენდები პირველ ოცეულში არიან. გაუხარდათ ისიც, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ. ესეც არის გზავნილი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომ 26 ოქტომბერს მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ, სახლში არ დარჩნენ, გამოვიდნენ გარეთ, რადგან 26 ოქტომბერს წყდება საკითხი ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ხალხის ინტერესების მოქმედი ქვეყანა თუ იქნება სხვა ხალხების და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა.
ამავე თემაზე: „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021