Accentnews.ge
გიორგი ქოჩორაშვილი: ამაზე არ გავჩერდებით, ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი თანაგუნდელები მომცემენ

გიორგი ქოჩორაშვილი: ამაზე არ გავჩერდებით, ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი თანაგუნდელები მომცემენ

11/09/2024 05:06:22 ციტატა

„ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე. არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება. ამაზე არ გავჩერდები, არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები. ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემს თავს და არც ისინი მომცემენ“,– ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველო–ალბანეთის მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S