
პრეზიდენტი – "ოცნებაზე": გამარჯვების შემთხვევაში ერთპიროვნულ დიქტატურას დაგვპირდნენ
27/08/2024 14:34:33 ციტატა
"გამარჯვების შემთხვევაში საკუთარ ხალხს შურისძიებას, შევიწროებას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას დაპირდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, დაპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას. დაგვიხატეს საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლებები და სხვებს კი რაღა დარჩებათ თუ არა ერთი უფლება – ქვეყნიდან წასვლის უფლება", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.