
პრეზიდენტი: "უნდათ, რომ დაგვარწმუნონ რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ეს ტყუილია"
27/08/2024 14:20:32 ციტატა
"უნდათ [ "ქართულ ოცნებას"], რომ დაგვარწმუნონ რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე, მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისა. ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება და მე ამას ვიძახი პირველი დღიდან, რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021