Accentnews.ge
მაჭარაშვილი: "ახლოს არ გაუარონ ერეკლე მეორეს ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება, ერეკლე მეფის მხრიდან ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია ლაშა ბაქრაძეს, ბერძენიშვილს და სხვებს"

მაჭარაშვილი: "ახლოს არ გაუარონ ერეკლე მეორეს ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება, ერეკლე მეფის მხრიდან ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია ლაშა ბაქრაძეს, ბერძენიშვილს და სხვებს"

27/08/2024 13:04:51 ციტატა

"ერეკლე მეფე არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი პიროვნება, რომელმაც ქართულ საზოგადოებას იდენტობა შეუნარჩუნა. რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივებს, ბერძენიშვილის, ლაშა ბაქრაძის და ა.შ. ცოტა ფრთხილად იყვნენ, თორემ ერეკლე მეორე ცნობილია, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელების მხრიდან, როგორც ძალიან ძლიერი მხედართმთავარი. ისეთი ძლიერია, რომ ის ძეგლიც კი პასუხს გასცემს ზურაბიშვილსაც და ლაშა ბაქრაძესაც. ახლოს არ გაუარონ ერეკლე მეორეს ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება, ერეკლე მეორეს მხრიდან ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია ლაშა ბაქრაძეს, ბერძენიშვილს და სხვებს. მისი და იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც აღიარებს, რომ ერეკლე მეფე იყო ნამდვილად ქართველი მეფე, რომელმაც შეუნარჩუნა საქართველოს იდენტობა. ყველა იყოს ფრთხილად და ნუ ცდიან ქართული საზოგადოების მოთმინებას. 26 ოქტომბრის შემდეგ, გასაგებია, რომ გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულები. ჩვენ მოთმინებით და მშვიდობიანად ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიასაც, არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე მეორეს ძეგლსაც დავდგამთ და ერეკლე მეორე თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის, შეიძლება, ძეგლის მეშვეობითაც, ვინც კი მის შეურაცხყოფას დააპირებს“, – ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S