Accentnews.ge
"ოცნება": მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს, 26 ოქტომბერს საჭიროა ქუდზე კაცი

"ოცნება": მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს, 26 ოქტომბერს საჭიროა ქუდზე კაცი

20/08/2024 07:05:25 ციტატა

"არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, და მეტიც - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს. [...] შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე თემაზე: "კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება" და კიდევ 3 საკითხი – რას გეგმავს "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S