Accentnews.ge
"კომფორულ გარემოშია, ისვენებს ჩეჩნეთში" –  ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

"კომფორულ გარემოშია, ისვენებს ჩეჩნეთში" –  ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

14/08/2024 07:40:14 კავკასია

ყოფილი ჩეჩენი პოლიციელი თემირლან ესკერხანოვი, რომელიც პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე იყო გასამართლებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში "კომფორტულ და უსაფრთხო პირობებში" მსახურობს, განუცხადეს წყაროებმა Novaya Gazeta Europe-ს.

იმის შესახებ რომ ესკერხანოვი ციხიდან გაათავისუფლეს, 9 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებული "რია" წერდა წყაროებზე დაყრდნობით. ამ ცნობის მიხედვით, მსჯავრდებულმა კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, შეიწყალეს და ახლა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობს. რუსეთის სამართალდამცავ უწყებაში ასევე კრემლის პროპაგანდისტულ TASS-ს განუცხადეს, რომ ესკერხანოვი გაათავისუფლეს ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში, რის შემდეგაც იგი საბრძოლველად წავიდა ერთ-ერთ თავდასხმითი დანაყოფის შემადგენლობაში.

Novaya Gazeta Europe-მ დაადასტურა, რომ 2023 წლის ბოლოს - 2024 წლის დასაწყისში, რამდენიმე ათეული ჩეჩენი გაათავისუფლეს რუსეთის კოლონიებიდან თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. "ადრე ჩეჩენ პატიმრებს ომისთვის მასობრივად არ იღებდნენ", აღნიშნავს გამოცემა. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეული იყო ტერორიზმის მუხლით გასამართლებულთა რეკრუტირების აკრძალვით, „რისთვისაც ჩეჩნეთის მკვიდრები, გასაგები მიზეზების გამო, უფრო ხშირად არიან მსჯავრდებულები, ვიდრე სხვა რუსები“. მაგრამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს სიტუაცია შეიცვალა და, Novaya Gazeta Europe-ის წყაროს თანახმად, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით 200 ჩეჩენი პატიმარი, რომლებიც გასამართლებულები იყვნენ მკვლელობის, ნარკოტიკების ვაჭრობის ან თაღლითობისთვის, აიყვანეს უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. გამოცემის ცნობით, ჩეჩენი პატიმრების მასობრივი დაქირავება ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ლობისტური ძალისხმევის შედეგია.

ბევრი განთავისუფლებული ჩეჩენი თავდასხმით დანაყოფში მოხვდა. ზოგიერთი მათგანი, როგორც ჟურნალისტებმა შეიტყვეს, მალევე დაიღუპა. ომისთვის აყვანილი ჩეჩენი პატიმრების დაღუპვის შესახებ ყველაზე მეტი ცნობა 2024 წლის დასაწყისში გაჟღერდა.

ამავდროულად, ფრონტზე დაღუპული ჩეჩნები არ შეიყვანეს ოფიციალურ რესპუბლიკურ სტატისტიკაში. მათი ნათესავები აიძულეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ჩეჩენი პატიმრები ომში არ დაიღუპნენ და რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალნენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ დაღუპული პატიმრების ოჯახებს ამ დრომდე კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია არ მიუღიათ და ნათესავები თავად აორგანიზებდნენ იმ ჩეჩნების დაკრძალვას, რომელთა ცხედრებიც სამხედრო შეტაკების ადგილიდან გადმოასვენეს.

ესკერხანოვმა, ჩეჩენ დეპუტატ ადამ დელიმხანოვთან დაახლოებული წყაროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას პირობით გათავისუფლებაზე უარი უთხრეს. ვლადიმირ პუტინმა ის შეიწყალა და ყოფილი ჩეჩენი პოლიციელი თებერვლის ბოლოდან იმყოფება უკრაინაში. თუმცა, ჟურნალისტების თანამოსაუბრის თქმით, ესკერხანოვი თავდასხმის რაზმში არ მსახურობს. მისი თქმით, გათავისუფლებისთანავე იგი "მიამაგრეს" ვახა გერემეევს ("რეინჯერი"), ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მრჩეველს და სენატორ სულეიმან გერემეევის ძმას.

„ესკერხანოვი მსახურობს ბევრად უფრო კომფორტულ და უსაფრთხო პირობებში. ახლობლები მოდიან მის სანახავად ფრონტზე, ის თავადაც მიდის ჩეჩნეთში დასასვენებლად“, - ამბობს Novaya Gazeta Europe-ს წყარო.

გერემეევის ქვედანაყოფი მარიუპოლში 2022 წლის ივნისიდანაა. უმეტესწილად, იგი შედგება ჩეჩნეთის კერძო დაცვის ოფიცრებისგან. დანაყოფის მებრძოლები, წერს გამოცემა, არ იღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, მაგრამ იღებენ ყველა სამხედრო გადასახადს, ყოველ ექვს თვეში ერთხელ დასასვენებლად მიდიან ჩეჩნეთში. ოფიციალურად, მათი ამოცანები მოიცავს აზოვსტალისა და ილიჩის მეტალურგიული ქარხნების დაცვას. სინამდვილეში, ჟურნალისტების თქმით, გერემეევი და მისი ხალხი აკონტროლებენ ჯართის და ფერადი ლითონების ვაჭრობის უკანონო ბიზნესს.

ჩეჩნეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023 წელს „ფულის საშოვნელად მარიუპოლში წასვლის თემა“ გახდა „ძალიან პოპულარული თემა“ ჩეჩნებს შორის. მისი თქმით, აზოვსტალის ქარხანაში ლითონს ჭრიდნენ და ყიდდნენ. ”ილიჩის ქარხანაში გერემეევებმა იგივე გააკეთეს, მხოლოდ ინდუსტრიული მასშტაბით. შემდეგ კი ვახა დაინიშნა აზოვსტალის მცველად, ხოლო რიგითი ჩეჩნების სამუშაო მოგზაურობები მარიუპოლში დასრულდა, რადგან გერემეევები არსებითად გახდნენ ამ ბიზნესის მფლობელები“, - თქვა წყარომ.

Novaya Gazeta Europe-ის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ ესკერხანოვი იცავს ილიჩის ქარხანას და ახლა იმყოფება ჩეჩნეთში, მშობლიურ სოფელში. ესკერხანოვის რესპუბლიკაში ვიზიტით გახდა ცნობილი, რომ ის თავისუფალი იყო.

ჟურნალისტების წყარო დარწმუნებულია, რომ ანალოგიურად შესაძლოა ცდილობდნენ ზაურ დადაევის ციხიდან გათავისუფლებას, რომელიც სასამართლომ ბორის ნემცოვის მკვლელობის უშუალო შემსრულებლად აღიარა.

"რაც შეეხება ზაურ დადაევს, ვურჩევდი დაზარალებულებს და მათ ადვოკატებს, გაგზავნონ მოთხოვნა იმ ზონაში, სადაც ის უნდა იჯდეს. ძალიან მეეჭვება, რომ ის ნებაყოფლობით დათმობს სპეციალური სამხედრო ოპერაცის მეშვეობით გათავისუფლების შესაძლებლობას. და თუ ის კვლავ ზის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების მცდელობა მის გასათავისუფლებლად ჯერ არ დაგვირგვინებულა წარმატებით. ამ თვალსაზრისით, კადიროვი პუტინს ჰგავს. ისინი არ ტოვებენ თავიანთ მკვლელებს",– ამბობს წყარო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S