
ზელენსკი: "კურსკის" კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია"
12/08/2024 18:33:44 ციტატა
"კურსკის" კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია. [...] უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გნაცხადა.
ცნობისთვის: რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელებმა კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს 30-35 კილომეტრის მანძილზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021