Accentnews.ge
კარპენტერი: "ანაკლიის ტენდერის გაუქმება პოტენციურ ინვესტორებს მიანიშნებს, რომ ასეთი ინვესტიციები შეიძლება, პოლიტიზირებული გახდეს"

კარპენტერი: "ანაკლიის ტენდერის გაუქმება პოტენციურ ინვესტორებს მიანიშნებს, რომ ასეთი ინვესტიციები შეიძლება, პოლიტიზირებული გახდეს"

23/01/2020 18:38:59 კომენტარი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი, საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტას "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს.

საკუთარი პოზიცია კარპენტერმა "აქცენტთან" საუბრისას დააფიქსირა.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მნიშვნელოვანია: ის სამომავლოდ უზრუნველჰყოფს იმას, რომ საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გაფართოებისთვის სტრატეგიულ ადგილად იქცეს. სწორედ ამიტომ, ანაკლიის ტენდერის გაუქმება ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე პოტენციურ ინვესტორებს მიანიშნებს, რომ ასეთი ინვესტიციები შეიძლება, პოლიტიზირებული გახდეს. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობას შეუძლია, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით აჩვენოს, რომ იგი ღიაა ბიზნესისთვის და ნამდვილად მოწადინებულია, ხელი შეუწყოს დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში“, – განაცხადა კარპენტერმა „აქცენტთან“ საურბისას.

ცნობისთვის: ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს.

კონგრესმენების განცხადებით, საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც.

"ქართული ოცნების" მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ, ხელი შეუშალა ამ პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას. მოვლენათა ამგვარი განვითარება არახელსაყრელად აისახება ბიზნეს გარემოზე, რასაც შეუძლია, სამომავლოდ ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია, იყოს სასიცოცხლო ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარი იქნებოდა" - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S