Accentnews.ge
მარგოშვილი: "ჩატაევი, ტერაქტიო...გიორგობიანის სიტყვებმა გადამატანინა ეს ყველაფერი"

მარგოშვილი: "ჩატაევი, ტერაქტიო...გიორგობიანის სიტყვებმა გადამატანინა ეს ყველაფერი"

29/05/2019 18:36:21 ციტატა

"გომელაურს ვეკითხებით, პროკურატურას აბრალებს,პროკურატურაში მივდივართ, სუს–შია მტკიცებულებებიო [თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის]. ბოლოს და ბოლოს დედ–მამა ვართ, წელიწადნახევარია, შვილი მოგვიკლეს, წესიერად ვერც ვიგლოვეთ, ქუჩაში გადაგვაქვს ეს ტრაგედია. დღემდე ვეხვეწებით, დაგვანახეთ, რაში ადანაშაულებ? იქნებ ჩვენც გულზე მოგვეშვას. იმ დღეს გიორგობიანმა [სუს–ის პრეს–ცეტრის ხელმძღვანელი] რომ გამოაცხადა, ჩატაევიო, ტერაქტიო...მგონი. გიორგობიანის სიტყვებმა გადამატანინა ეს ყველაფერი: მაქვს განცდა, თითქოს თემირლანი ცოცხალია და მის დაცვას ვცდილობ".

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი. 

ცნობისთვის: დღეს პარლამენტმა მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. ოჯახი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას პანკისში დაშვებული შეცდომის სააშკარაოზე გამოტანა არ სურს და სწორედ ამიტომ არ შედის მის ინტერესში საქმის გამოძიება. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S