Accentnews.ge
„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ჩავიდნენ ირანში ფეზეშქიანის  ინაუგურაციაზე დასასწრებად

„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ჩავიდნენ ირანში ფეზეშქიანის  ინაუგურაციაზე დასასწრებად

30/07/2024 11:01:28 მსოფლიო

რადიკალური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ, - ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება.

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი ზიად ალ-ნახალე ირანში ახლად არჩეული პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებიან.

„ჰამასის“ განცხადებით, ისმაილ ჰანიე ფეზეშქიანს დილით შეხვდა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ თეირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფება პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად.

ის შეხვდა ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს და ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S