Accentnews.ge
აქუბარდია: დანიამ ურთიერთობების გადახედვა დაიწყო, შეჩერდა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი იყო

აქუბარდია: დანიამ ურთიერთობების გადახედვა დაიწყო, შეჩერდა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი იყო

30/07/2024 09:16:06 პოლიტიკა, თავდაცვა

დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, დანიამ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. დეპუტატი ეყრდნობა წერილს დანიის საგარეო პოლიტიკური უწყებიდან, რომელიც მან მისი კითხვების შემდეგ მიიღო.

"მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად საკუთარი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, მიიღო რუსული კანონი, ჩვენ შედეგად ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რამდენადაც კარები "ქართულმა ოცნებამ" თავად გამოაჯახუნა NATO-სა და ევროკავშირის. ჩვენ, მათ შორის, ვნახეთ ყველაზე მძიმე შედეგი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, როდესაც შეერთებული შტატების შემდგომ, როდესაც გაუქმდა ეს მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება. 30 მილიონი ევროკავშირმა გაყინა, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და დღემდე, მე თავდაცვის მინისტრისგან, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მიმიღია.

მინდა, გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ჩემს კითხვაზე დანიის მხრიდან, მათ შორის, ურთიერთობების გადახედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ",– ამბობს დეპუტატი.

ამასთან, მისივე თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის.

შესაბამისად, მისი შეფასებით, ჩვენ თვალს ვადევნებთ არა მხოლოდ კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლების დაზიანებას, რომელიც დემოკრატიას ეხებოდა, არამედ უკვე კონსტიტუციის 70-ე მუხლისაც, რაც სახელმწიფო თავდაცვას გულისხმობს.

"ეს უმძიმესი ვითარება, რითაც ასეულობით მილიონი ლარი დაკარგა ჩვენმა თავდაცვამ, მიიღო რეპუტაციული ზიანი, არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავდაცვისუნარიანობისთვის",– ამბობს დეპუტატი და მიმართავს თავდაცვის მინისტრს კითხვებით:

"როდემდე აპირებს, დაუმალოს" ინფორმაცია საკუთარ ხალხს?

"როგორ მოახერხებენ აი ამ თანხების გაყინვის, ისევე როგორც ამხელა რეპუტაციული ზიანის შემდგომ, რაიმე ტიპის "ღირსებით" ევროკავშირში წინსვლას?

"მათ კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი არა გაუგებრობა, არამდე დაგეგმილი პროვოკაციაა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ. გამომდინარე აქედან, მე ვაპირებ, რომ ასევე ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებს მივმართო წერილობით, რათა მივიღო რეალური ინფორმაცია, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ხალხს უმალავს იმ მძიმე შედეგს, რომელიც თავდაცვისუნარიანობისთვის დააყენა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, მიუხედავად მათი ყალბი გამჭვირვალობის მოთხოვნისა, რითაც ამ ქვეყნის კურსი რეალურად შეატრიალეს რუსეთისკენ," - თქვა აქუბარდიამ.

იხილეთ ასევე: "რუსებს ვახარებთ! პირველი მსხვერპლი თავდაცვაა!" – რას ფიქრობს გენერალი შეჩერებულ პროგრამებზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S