
სომხეთმა რუსეთი შესაძლოა საფრანგეთით ჩაანაცვლოს ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის კონტექსტში
29/07/2024 12:48:09 კავკასია
საფრანგეთს შეუძლია რუსეთის ნაცვლად სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის აშენება. ეს საკითხი განიხილებოდა სომხეთში საფრანგეთის ელჩის ოლივიე დეკოტინიისა და ფრანგული კომპანია Framatom-ის, რომელიც მსოფლიოში ატომური ელექტროსადგურების აღჭურვილობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, წარმომადგენლების სადგურზე ვიზიტის დროს, წერს სომხური გამოცემა Business Media.
გამოცემის ცნობით, ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ფრანგულ მხარესთან და შეისწავლოს წინადადებები რეაქტორული ტექნოლოგიების შესახებ.
2023 წლის ივნისში სომხეთში შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის. იმავდროულად, 2036 წლამდე გაუხანგრძლივდა სადგურის ორ ბლოკს ექსპლუატაციის ვადა და დაიწყო მუშაობა მათ ტექნიკურ მოდერნიზაციაზე. მთავარი კონტრაქტორი, რომელიც ჩართულია მის მოვლა-პატრონობაში, არის "როსტომი". სადგურს ატომური საწვავი რუსეთიდანაც მიეწოდება. 2022 წლის ნოემბერში სომხეთმა ხელი მოაწერა მემორანდუმს "როსატომთან" რესპუბლიკაში ახალი ANPP ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.
სომხეთის ატომური ელექტროსადგური ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია რეგიონში, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. იგი აშენდა სსრკ-ს დროს ქალაქ მეწამორთან. სადგური შედგება ორი ენერგობლოკისაგან VVER-440 ტიპის რეაქტორებით.
სომხეთის ხელისუფლება ბოლო დროს განიხილავს ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების ვარიანტს არა რუსული, არამედ დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაშინგტონთან.
მანამდე სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა, რომ ერევანი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას 2026-2027 წლებში გეგმავს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021