
ბერლინი: ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დაგვაზარალა
12/07/2024 12:13:00 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დაგვაზარალა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შევხედავთ, როგორ გაგრძელდება უნგრეთის თავმჯდომარეობა. მეთორმეტე დღეა და ამან უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ოფიცილაური ბერლინის განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლოდროინდელ ვიზიტებს უკავშირდება, რომელმაც „სამშვიდობო მისიით“ ვიზიტები განახორციელა ჯერ კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, შემდეგ რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინს და აშშ–ში პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შეხვდა.
უნგრეთმა თავმჯდომარეობა პირველი ივლისიდან გადაიბარა და ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021