
ლევან იზორიამ სამაგალითო საქციელისთვის სამხედროები დააჯილდოვა
29/05/2019 13:20:45 სხვა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილი, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანი და კაპრალ დავით კვიწინაძე სამაგალითო საქციელისთვის იარაღით დააჯილდოვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ხანძრისა და განვითარებული მოვლენების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ლევან იზორიამ ჯარისკაცებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, ალმოდებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და ხუთი ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021