
თავდაცვის სამინისტრო: გეგმიური სამხედრო სწავლების დროს სუ-25–მა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა პილოტი
02/07/2024 10:58:48 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 2 ივლისს ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა.
"სუ-25 კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021