
ქართველი და ლიეტუვლი ოფიცრების ხელმძღვანელობით საქართველოში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა რიგით მე–8 საერთაშორისო კურსი ჩატარდა
28/06/2024 07:09:50 თავდაცვა
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების თეორიული ნაწილი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა.
"მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოსცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება, წვრთნა და შეფასება ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ.
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და მას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.
კულმინაციურ სწავლებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატოს რუპშისი დაესწრნენ", – ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021