Accentnews.ge
1ADAT: დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ჩეჩნეთში მასობრივი რეიდები დაიწყო

1ADAT: დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ჩეჩნეთში მასობრივი რეიდები დაიწყო

26/06/2024 15:15:01 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის დევნილობაში მყოფი კრიტიკოსები ამბობენ, რომ 23 ივნისს დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, ჩეჩნეთში მასობრივი რეიდები დაიწყო.

“კადიროვის უსაფრთხოების უწყებების მთელი თანამშრომლები გარეთ გამოიყვანეს. ეს არის 18-დან 20 წლამდე ასაკის უამრავი ახალგაზრდა თანამშრომელი", - აცხადებენ ოპოზიციური მოძრაობა “1-ადათის” წარმომადგენლები.

მანამდე კადიროვმა მოითხოვა “მუშაობის გაძლიერება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის თავიდან ასაცილებლად”.

მან ზომების გატარება პირდაპირ დაუკავშირა "დაღესტანში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს" და განაცხადა, რომ განსაკუთრებული აქცენტი “ზოგიერთი ევროპული” ქვეყნიდან მომდინარე რადიკალური იდეოლოგიის" წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა გაკეთდეს.

მისივე თქმით, "თუ ეჭვმიტანილი დაკავშირებულია შაითნებთან, მისი მთელი ოჯახი უნდა დაისაჯოს. ამ ოჯახმა უნდა იცოდეს, რომ ისინი სრულად არიან პასუხისმგებელნი”.

23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 21-მდე გაიზარდა. მათ შორის 15 პოლიციელია.

არსებული ინფორმაციით, მოკლეს ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და პროსამთავრობო პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S