
ბრიტანელებმა ქართველი სამხედროები მიზანში სროლაში გაწვრთნეს
26/06/2024 07:20:33 თავდაცვა, რეკლამა
საქართველოს თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა.
"კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ", – ნათქვამია თავადაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021